არაბული გამოცემა იორდანიის დედოფალ რანიას ქართველი დიზაინერის მიერ შექმნილ კაბაზე წერს
არაბული გამოცემა იორდანიის დედოფალ რანიას ქართველი დიზაინერის მიერ შექმნილ კაბაზე წერს

იორდანიის დედოფალი რანია ტუნისში ოფიციალური ვიზიტის დროს ქართველი დიზაინერის კაბით გამოჩნდა. როგორც არაბული გამოცემა The National-ი წერს, 3 თებერვალს ტუნისის პრეზიდენტთან და პირველ ლედისთან შეხვედრისას, იორდანიის დედოფალს „დალოოდის“ (Dalood) ცისფერი კაბა ეცვა. ეს ბრენდი ქართველმა დიზაინერმა მაკა კვიციანმა 2014 წელს დააარსა. ტუნისში ვიზიტის ფარგლებში, დედოფალი რანია ქალაქ სიდი ბოუს საიდსაც ესტუმრა, სადაც ადგილობრივ დამწყებ ბიზნესმენებსა და მეწარმეებს შეხვდა.

როგორც არაბული გამოცემა აღნიშნავს, დედოფალი რანია მსოფლიოში სამეფო ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე მოდური წარმომადგენელია. მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბრენდების გარდა, ოთხი შვილის დედა ხშირად ჩნდება საზოგადოებაში ახალი და ნაკლებად ცნობილი ბრენდებით.

View this post on Instagram

من لقائي بالأمس مع مجموعة رياديين وأصحاب مشاريع ناشئة مبدعين في تونس، رأيت فيهم الكثير من شباب الأردن. ففي بلدينا، محدودية الموارد الطبيعية وصغر حجم السوق تؤكد على أهمية الريادة في تحقيق النمو وتوفير فرص العمل #الأردن #حب_الأردن #تونس From my meeting with a group of creative entrepreneurs and startups in Tunisia yesterday; so much in common with their Jordanian peers! As small countries with limited natural resources, entrepreneurship can be a strong engine of growth and job creation in both Jordan and Tunisia #Jordan #LoveJO #Tunisia

A post shared by Queen Rania Al Abdullah (@queenrania) on