არაბთა გაერთიანებული საამიროების სპიკერი - გაერო-ს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომას გამართავს, რათა განიხილოს ისრაელ-„ჰამასის“ ომში მიმდინარე მოვლენები
გაერო-ს უშიშროების საბჭო დღეს კიდევ ერთ საგანგებო სხდომას გამართავს, რათა განიხილოს ისრაელ-„ჰამასის“ ომში მიმდინარე მოვლენები. ამის შესახებ არაბთა გაერთიანებული საამიროების სპიკერი შაჰად მათარი სოციალურ ქსელში წერს.
„ღაზაში სიტუაციის გაუარესების, ალ-შიფას საავადმყოფოზე თავდასხმის და ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკზე განმეორებითი თავდასხმების ფონზე, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ჩინეთმა მოითხოვეს დახურული კონსულტაციების მოწვევა 6 ნოემბერს“, – წერს არაბთა გაერთიანებული საამიროების სპიკერი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.