არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს მიმართა - მზად ვართ, დაგეხმაროთ უკრაინის კრიზისის მოგვარებაში
არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს მიმართა - მზად ვართ, დაგეხმაროთ უკრაინის კრიზისის მოგვარებაში

მზად ვართ, დაგეხმაროთ უკრაინის კრიზისის მოგვარებაში, – ამის შესახებ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს განუცხადა.

მისი თქმით, მზად არის, მხარი დაუჭიროს უკრაინაში მშვიდობის მიღწევის ძალისხმევას.

„ჩვენ განვაგრძობთ ძალისხმევას ტყვეების გაცვლის შუამავლობისთვის და გარწმუნებთ, რომ გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით. მზად ვართ, გავწიოთ ნებისმიერი ძალისხმევა კრიზისების მოსაგვარებლად და მშვიდობის უზრუნველსაყოფად, ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით“, – განაცხადა შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანმა კრემლში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას.