არაბთა გაერთიანებული საამიროების დელეგაცია თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლს ეწვია
არაბთა გაერთიანებული საამიროების დელეგაცია თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლს ეწვია

მთავრობის გაცვლითი პროგრამის, Government Exchange Program-ის ფარგლებში, არაბთა გაერთიანებული საამიროების დელეგაცია თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლს ეწვია.

პროგრამის მთავარი მიზანი სახელმწიფოების მიერ ერთმანეთისთვის სერვისების მიწოდების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაა.

არაბთა გაერთიანებული საამიროების დელეგაციას იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ერეკლე ღვინიანიძემ და იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ, ლაშა ლობჯანიძემ სერვისების მიწოდების ქართული მოდელის, „იუსტიციის სახლის“ შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. დელეგაციის წევრები ასევე გაეცნენ იუსტიციის სახლში დანერგილ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ და ტექნოლოგიურ სიახლეს.

იუსტიციის სახლის საშუალებით, სახელმწიფო და კერძო სექტორის 470-მდე სერვისი მომხმარებლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, 118 ფილიალსა და მობილურ იუსტიციის სახლებში მიეწოდებათ.

ინფორმაციას იუსტიციის სახლის პრესსამსახური ავრცელებს.