საქართველოს ელჩი - არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს
საქართველოს ელჩი - არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვან პერიოდში ხორციელდება, – ამის შესახებ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პაატა კალანდაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის უმღალეს ხელისფულებასთან შეხვედრებზე საუბარი იქნება ორმხრივ თანამშრომლობასა და მისი განვითარების პერსპექტივებზე.

„განხილული იქნება ორმხრივი თანამშრომლობის დღევანდელი სტატუსი და მისი განვითარების მომავალი პერსპექტივები. რა თქმა უნდა, საუბრის ძირითადი თემა იქნება ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობა. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვან პერიოდში ხორციელდება, რადგან წელს ორი ქვეყანა ზეიმობს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს გახლავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მას შემდეგ, რაც ქალაქ აბუ-დაბიში 2020 წელს საქართველოს საელჩო გაიხსნა“, – აღნიშნა ელჩმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დელეგაციასთან ერთად იმყოფება. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი უკვე დაიწყო.