„არა რუსულ კანონს“, „კი - ევროპას“, „კი - გამჭვირვალობას“- ხელისუფლების წარმომადგენლები სოციალურ ქსელში ამ შინაარსის ბანერებს ავრცელებენ
„არა რუსულ კანონს“, „კი - ევროპას“, „კი - გამჭვირვალობას“- ხელისუფლების წარმომადგენლები სოციალურ ქსელში ამ შინაარსის ბანერებს ავრცელებენ

ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სოციალურ ქსელში ვრცელდება ბანერები წარწერით: „არა რუსულ კანონს“, „კი – ევროპას“, „კი – გამჭვირვალობას“.

„მოდი, ამაზე მყარად შევთანხმდეთ! არა რუსულ კანონს! კი – ევროპას! კი – გამჭვირვალობას!“ – წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.

„კი – ქართულ კანონს! არა რუსულ კანონს! კი – ევროპას! კი – გამჭვირვალობას!“, – დაწერა სოციალურ ქსელში თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ.