„არა კავშირს იმპერიულ რუსეთთან“ - ბელარუსში აქცია გაიმართა
„არა კავშირს იმპერიულ რუსეთთან“ - ბელარუსში აქცია გაიმართა

ბელარუსში რუსეთთან ინტეგრაციის გაღრმავების საწინააღმდეგო მიტინგი გაიმართა.

მინსკის ქუჩებში შეკრებილი დემონსტრანტები თითქმის სამი საათის განმავლობაში სკანდირებდნენ ლოზუნგს – „არა კავშირს იმპერიულ რუსეთთან“. შემდეგ მას ეროვნული დროშებით მსვლელობა მოაწყვეს და დამოკიდებლობის გამზირის გასწვრივ „ცოცხალი ჯაჭვი“ შეკრეს. მიტინგზე არავინ დაუკავებიათ.

აქციის მონაწილეები მინსკსა და მოსკოვს შორის ინტეგრაციის გაღრმავების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებს აპროტესტებენ.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბელარუსისა და რუსეთის პრეზიდენტები „ინტეგრაციის გაღრმავების საგზაო რუკას“ 8 დეკემბერს მოაწერენ ხელს, თუმცა ეს არ მომხდარა.

შეთანხმება არც 20 დეკემბერს შედგა, როდესაც ალექსანდრ ლუკაშენკო და ვლადიმერ პუტინი სანქტ-პეტერბურგში შეხვდნენ.