სი ძინპინი - არ უნდა ვამბობდეთ ერთს და ვაკეთებდეთ მეორეს, შესაძლებელია, ჩინეთი და აშშ ერთად განვითარდნენ, მაგრამ სხვადასხვა გზით წავიდნენ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს ხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
სი ძინპინმა შეხვედრის დასაწყისში განაცხადა, რომ აშშ-მ და ჩინეთმა უნდა მოძებნონ გზები განსხვავებების შესანარჩუნებლად და თავიდან აირიდონ არაჯანსაღი კონკურენცია. პრეზიდენტმა ბლინკენთან საუბრისას აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთობაში სამი ძირითადი პრინციპი დაასახელა – საერთო პატივისცემა, მშვიდობიანი თანაარსებობა და მომგებიანი თანამშრომლობა.
„გულწრფელები უნდა დავრჩეთ ჩვენი სიტყვების მიმართ. არ უნდა ვამბობდეთ ერთს და ვაკეთებდეთ მეორეს. ჩინეთისა და აშშ-სთვის შესაძლებელია,რომ ერთად განვითარდნენ, მაგრამ სხვადასხვა გზით წავიდნენ. ჩინეთი მოხარულია, რომ ხედავს თავდაჯერებულ, ღია და აყვავებულ შეერთებულ შტატებს. ვიმედოვნებთ, რომ ამერიკული მხარე ასევე პოზიტიურად უყურებს ჩინეთის განვითარებას“, – განაცხადა სი ძინპინმა.
ჩინეთის პრეზიდენტმა საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ აშშ და ჩინეთი არა ერთმანეთის კონკურენტები, არამედ პარტნიორები უნდა იყვნენ.
„ბატონო სახელმწიფო მდივანო, ეს ვიზიტი რამდენიმე კვირის წინ ჩემი და პრეზიდენტ ბაიდენის სატელეფონო საუბრის დროს დაიგეგმა. იმედი მაქვს, რომ ამ ვიზიტს ღირებულს გახდით“, – მიმართა სი ძინპინმა ენტონი ბლინკენს.