აქცია ფეხბურთის ფედერაციასთან - „გათავისუფლდეს სპორტი ლგბტ პროპაგანდისგან“
„გათავისუფლდეს სპორტი ლგბტ პროპაგანდისგან, პოლიტიკისგან და ყველა მინარევისგან“,- ამ მოთხოვნით ფეხბურთის ფედერაციასთან აქცია მიმდინარეობს, რომელსაც მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წარმომადგენლები, მრევლი და სასულიერო პირები ესწრებიან.
როგორც მმშ-ის თავმჯდომარე ავთანდილ უნდიაძემ განაცხადა, ქართული საზოგადოების უმრავლესობისთვის ლგბტ თემის ქცევა არ არის მისაღები და სწორედ ეს არის პროტესტის მიზეზი.
„ჩვენი მოთხოვნაა, რომ შეწყდეს ძალადობა სპორტსმენებზე, რომელთაც, ჩვენ დარწმუნებული ვართ, არც უნდათ ამ დროშებით გამოსვლა, მაგრამ ეს არის ზეწოლა.
მოვითხოვთ, რომ გათავისუფლდეს ეს სპორტი ყველანაირი ზეწოლისაგან, ლგბტ თემის მხრიდან პოლიტიკისგან და ყველა მინარევისაგან. სპორტი უნდა იყოს სპორტი და სპორტსმენებმა უნდა მიხედონ სპორტს. ისწავლონ ფეხბურთის თამაში და გაახარონ ქართველი ხალხი და არა ლგბტ თემი.
ქართული საზოგადოების უმრავლესობისთვის ლგბტ თემის ქცევა არ არის მისაღები, ეს არის ის მიზეზი, რასთან დაკავშირებითაც პროტესტს გამოვხატავთ”-განაცხადა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის თავმჯდომარე ავთანდილ უნგიაძემ.
აქციას შეუერთდნენ სასულიერო პირებიც. როგორც დეკანოზმა დავით ისაკაძემ განაცხადა, ლგბტ თემის მხარდაჭერა დანაშაულია.
„ძალადობის მოწინააღმდეგე ჩვენც ვართ, არავის არ ვდევნით სოდომის ცოდვით დაკავებულებს, მაგრამ მათი მხარდაჭერა, ეს არის დანაშაული”,-განაცხადა დეკანოზმა დავით ისაკაძემ.