„აქსიოსი“ - ტრამპმა ზელენსკის 6 ნოემბერს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ უკრაინას დაეხმარება, საუბარს ილონ მასკიც შეუერთდა და უკრაინას „სტარლინკის“ სატელიტებით დახმარებას დაჰპირდა
„აქსიოსი“ - ტრამპმა ზელენსკის 6 ნოემბერს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ უკრაინას დაეხმარება, საუბარს ილონ მასკიც შეუერთდა და უკრაინას „სტარლინკის“ სატელიტებით დახმარებას დაჰპირდა

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებიდან მალევე, 6 ნოემბერს, აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

„აქსიოსის“ ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის დაჰპირდა, რომ უკრაინას დაეხმარება, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

გამოცემის ცნობით, ტრამპის და ზელენსკის საუბარს, რომელიც 25 წუთს გრძელდებოდა, ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკიც შეუერთდა, რომელიც, თავის მხრივ, დაჰპირდა უკრაინას, რომ დაეხმარება „სტარლინკის“ სატელიტებით.

„აქსიოსის“ თანახმად, ზელენსკიმ იგრძნო, რომ ზარმა კარგად ჩაიარა და ეს არ აძლიერებდა მის შფოთვას ტრამპის გამარჯვების გამო. ერთ-ერთმა წყარომ თქვა, რომ საუბარმა „ზელენსკის სასოწარკვეთის განცდა არ დაუტოვა“.