„აქსიოსი“ - ტრამპმა ზელენსკის 6 ნოემბერს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ უკრაინას დაეხმარება, საუბარს ილონ მასკიც შეუერთდა და უკრაინას „სტარლინკის“ სატელიტებით დახმარებას დაჰპირდა
საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებიდან მალევე, 6 ნოემბერს, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
„აქსიოსის“ ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის დაჰპირდა, რომ უკრაინას დაეხმარება, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
გამოცემის ცნობით, ტრამპის და ზელენსკის საუბარს, რომელიც 25 წუთს გრძელდებოდა, ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკიც შეუერთდა, რომელიც, თავის მხრივ, დაჰპირდა უკრაინას, რომ დაეხმარება „სტარლინკის“ სატელიტებით.
„აქსიოსის“ თანახმად, ზელენსკიმ იგრძნო, რომ საუბარმა კარგად ჩაიარა და ეს არ გააძლიერებდა მის შფოთვას ტრამპის გამარჯვების გამო. ერთ-ერთმა წყარომ თქვა, რომ საუბარმა „ზელენსკის სასოწარკვეთის განცდა არ დაუტოვა“.