ისრაელი ირანზე საპასუხო თავდასხმას გეგმავს, რომლის სამიზნე შესაძლოა, ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნები და ბირთვული ობიექტები გახდეს
სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელი ირანზე საპასუხო თავდასხმას გეგმავს, რომლის სამიზნე შესაძლოა, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ბირთვული ობიექტები გახდეს.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „აქსიოსი“ ისრაელის მთავრობის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ისრაელმა საპასუხო შეტევა შესაძლოა, რამდენიმე დღეში დაიწყოს.
გამოცემის თანახმად, ისრაელის მთავრობის წევრები აცხადებენ, რომ ასევე შესაძლებელია მიზნობრივი მკვლელობები და ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემების განეიტრალება.
„აქსიოსის“ თანახმად, ისრაელის ორმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ რამდენიმე საათიანი უსაფრთხოების კაბინეტის სხდომა დასრულდა იმ გაგებით, რომ იქნება ისრაელის სამხედრო პასუხი.
ირანი ისრაელს დაემუქრა, თუ ისრაელი სარაკეტო თავდასხმას ძალით უპასუხებს, თეირანი კვლავ თავს დაესხმება ისრაელს.