აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს, რომელსაც სტუდენტები შეუერთდნენ.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, 16:00 საათისთვის მსვლელობა დაიწყება პარლამენტისკენ, სადაც იქნება სიტყვით გამოსვლებიც, შემდეგ კი ისევ მთავრობის ადმინისტრაციისკენ გადმოინაცვლებენ.

აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების სამკურნალო მედიკამენტის საქართველოში შემოტანაა.

„ჩვენი აქ გათენებული თითოეული დღე არის დაორგანიზებული მხოლოდ მშობლების მიერ. ჩვენ გვმართავენ ჩვენი შვილები, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, დაგვიდნენ გვერდით. არ მგონია, დღეს ერთი აქციით გადაწყდეს. ძალიან ბედნიერი ვიქნებით, თუ ხვალ სახლში წავალთ ჩვენს შვილებთან, მაგრამ უკვე 12 დღეა, ჩვენ ქუჩაში გვძინავს, სიცივეში, ქარში, შვილები გვენატრება. ჩვენი ერთადერთი მოთხოვნაა მედიკამენტი „ვოზორიდიტის“ შემოტანა საქართველოში. ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ მათ, რომ ჰყავთ ძალიან კარგი მშობლები და ძალიან კარგი სახელმწიფო. ამიტომ ყველას ვთხოვ, გვერდით დაგვიდნენ. ჩვენ უამრავჯერ მოგვატყუა ჯანდაცვის სამინისტრომ, იყო უამრავი დაპირება, ჩვენ მხოლოდ მაშინ შევწყვეტთ ამ აქციას და წავალთ სახლში, როდესაც პრემიერი ხელს მოაწერს განკარგულების აქტს, რომელიც გუშინ შევიტანეთ და ჩავაბარეთ კანცელარიაში, სადაც კონკრეტული ვადები იქნება გაწერილი, რომ მედიკამენტი 2023 წლის სექტემბრისთვის შემოვა საქართველოში“, – აცხადებს აქონდროპლაზოის დიაგნოზის მქონე ბავშვის მშობელი ქეთი ბეგიაშვილი.