აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელი სხვადასხვა საგნით და სამშენებლო ღობეებით ჩახერგეს
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელი სხვადასხვა საგნით და სამშენებლო ღობეებით ჩახერგეს

საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება პერიოდულად იძაბება.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელი სხვადასხვა საგნით და სამშენებლო ღობეებით ჩახერგეს.

შეკრებილები სხვადასხვა ნივთს, მათ შორის ბოთლებსა და ქვებს ისვრიან პარლამენტის ეზოში, სადაც სამართალდამცველები იმყოფებიან.

ამასთან, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა იუსტიციის სახლთან, სადაც აქციის მონაწილეებს გადაკეტილი აქვთ გზის სავალი ნაწილი და ავტომობილებს გადაადგილებაში ხელს უშლიან, რაც მძღოლების გაღიზიანებას იწვევს.