აქციის მონაწილეებმა ორთაჭალიდან კახეთის გზატკეცილზე მდებარე შსს-ს შენობასთან გადაინაცვლეს [ფოტო]
ორთაჭალაში მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან აქციის მონაწილეებმა კახეთის გზატკეცილზე მდებარე შსს-თან გადაინაცვლეს.
ისინი საყვირის ფონზე და დროშებით ხელში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომასა და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აქციაზე დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები შსს-ს შენობასთან სკანდირებენ – „წადი“, ამასთან, შენობის ღობეს სტიკერები მიაკრეს წარწერებით „გახარია გვაბრმავებს“, „ბოდიში?!“