აქციის მონაწილეებმა ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა საგნით გზის ჩახერგვა დაიწყეს
აქციის მონაწილეებმა ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა საგნით გზის ჩახერგვა დაიწყეს.
ისინი ნაგვის ურნებით, სკამებითა და ჯებირებით ცდილობენ გზის გადაკეტვას.
ცოტა ხნის წინ სამართალდამცველებმა პარლამენტთან აქციის მონაწილეების მიმართ წყლის ჭავლი გამოიყენეს.
აღნიშნულს წინ უძღოდა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ „აქცია სრულად გასცდა მანიფესტაციის ფარგლებს, გახდა ძალადობრივი და საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, შსს იწყებდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს“.