რუსთაველის გამზირზე, ჭიჭინაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეები ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტს, გიორგი აბაზაძეს თავს დაესხნენ.
აქციის მონაწილეები გადამღები ჯგუფის მისამართით შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ და ხელს უშლიან ჟურნალისტურ საქმიანობაში.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია, უკვე რამდენიმე საათია, მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილები „გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს“ აპროტესტებენ და მის გაწვევას ითხოვენ.