პარლამენტთან, აქციაზე გამოსვლები დასრულებულია, აქციის ორგანიზატორებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, 10 მარტს, 11:00 საათზე შეიკრიბონ
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან აქციაზე გამოსვლები დასრულებულია.
აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მოქალაქეებს მიმართა, რომ 10 მარტს, 11:00 საათისთვის შეიკრიბონ პარლამენტის უკანა შესასვლელთან. მან ასევე აღნიშნა, რომ ვერავის მისცემს მითითებას, ახლა დაიშალონ თუ დარჩნენ რუსთაველის გამზირზე, არამედ თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეთა ნაწილი რჩება.