აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის იმ შესასვლელთან მიახლოებას ცდილობენ, საიდანაც „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა უნდა დატოვონ საკანონმდებლო ორგანო
აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის იმ შესასვლელთან მიახლოებას ცდილობენ, საიდანაც „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა უნდა დატოვონ საკანონმდებლო ორგანოს ტერიტორია.
ჩიტაძის ქუჩაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული, რომლებიც პროტესტის მონაწილეებს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან მისვლის საშუალებას არ აძლევენ.
აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ პარლამენტის შესასვლელს კვერცხები ესროლეს.
პარლამენტის სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. „ქართული ოცნების“ დეპუტატები ამ წუთებში ტოვებენ საკანონმდებლო ორგანოს.