აქციის მონაწილეები პარლამენტიდან მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან [ფოტო]
პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან, სადაც ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ასევე მედიის წარმომადგენლები არიან შეკრებილი.
აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლებას ხვალ 12:00 საათამდე აძლევენ დროს, რათა მთავრობის წარმომადგენლებმა თანამდებობები დატოვონ.
„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სცემეს, გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ლექსო ლაშქარავა კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სახლში გაწერეს.
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.