აქციის მონაწილეები ორბელიანების სასახლისკენ მსვლელობას მართავენ და სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას გეგმავენ
აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირიდან ორბელიანების სასახლისკენ მსვლელობას მართავენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას გეგმავენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათთან შეხვედრის მზადყოფნა სალომე ზურაბიშვილის მხრიდანაც არის.
მათივე თქმით, პრეზიდენტს დაუფიქსირებენ პატივისცემას მის მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო, მათ შორის, კანონზე ვეტოს დადებასთან დაკავშირებით.
ამასთან, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლებენ.