აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან, ხვალ კი აქციას იუსტიციის სამინისტროსთან გეგმავენ
აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან, ხვალ კი აქციას იუსტიციის სამინისტროსთან გეგმავენ

წრე უნდა დავარტყათ კანცელარიის შენობას, დავანახოთ მსოფლიოს, ვუთხრათ, რომ ჩვენ ვიდგებით აქ, ვიდრე სააკაშვილი არ იქნება უზრუნველყოფილი ნორმალური სამოქალაქო დაწესებულებით, არ იქნება გათავისუფლებული და ასევე, მიტაცებული არჩევნები არ იქნება დაბრუნებული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხვალ დილიდან აქციას იუსტიციის სამინისტროსთან გამართავენ.

„ჩვენ ახლა ძალიან მშვიდად უნდა გადავინაცვლოთ ბიძინა ივანიშვილის ე.წ. კანცელარიასთან ინგოროყვასა და სულხან-საბა ორბელიანის ქუჩით. ჩვენ არანაირი შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ ჩვენს გვერდით მყოფ ადამიანს, რომ რამე პროვოკაციის მოწყობის შესაძლებლობა მივცეთ მათ, თითქოს აქციის მონაწილეებად გასაღებულებს. ჩვენი მიზანი და ამოცანა არ არის, რომ სადმე შევიჭრათ, არ ავუხდენთ ამ ოცნებას ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ბრძოლის ყიჟინა დედაქალაქის ქუჩებში იქნება, ვიდრე ხელისუფლება მიტაცებულ სახელმწიფოს უკან არ დაგვიბრუნებს საზოგადოებას. ახლა წრე უნდა დავარტყათ კანცელარიის შენობას, დავანახოთ მთელ მსოფლიოს და ვუთხრათ, რომ ჩვენ ვიდგებით აქ, ვიდრე სააკაშვილი არ იქნება უზრუნველყოფილი ნორმალური სამოქალაქო დაწესებულებით, არ იქნება გათავისუფლებული და ასევე, მიტაცებული არჩევნები არ იქნება დაბრუნებული. ვისაც ჯანმრთელობა ხელს გიწყობთ, ყველანი დარჩით. ახლა სახლებში ყოფნის დრო არ არის. ვინც ახლა გვიყურებთ, ხვალ დილიდან შემოგვიერთდით. პარალელურად, კანცელარიის შენობასთან დიდი საპროტესტო აქციის გამართვისა, რომელიც გაგრძელდება, ბატონი ღარიბაშვილი თუ შიგნით არის, ვერ გამოვა, თუ არ არის, ვერ შევა. ამ ყველაფრის პარალელურად, ჩვენ ხვალ, დილის 10:00 საათზე უკვე დამატებით წერტილებში ვშლით აქციებს. ამ ყველაფრის პარალელურად, აქცია გაიმართება იუსტიციის სამინისტროსთან. ის, ვისი ვალდებულებაცაა, რომ სააკაშვილი არ იყოს იქ, სადაც ახლა ჰყავთ. ასე აზვირთდება პროტესტი. ნერვების ომიც არის მოსაგები“, – განაცხადა ნიკა მელიამ.