აქციის მონაწილეები „იმედისა“ და „პოსტივის“ ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიდნენ
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე აქციის მონაწილეები „იმედისა“ და „პოსტივის“ ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიდნენ და გადამღებ ჯგუფებს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, აქციის მონაწილეების მხრიდან „იმედისა“ და „პოსტივის“ ჟურნალისტების მისამართით ისმოდა შეძახილები: „რუსებო“, „მონებო“, „წადით“. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ „პოსტივის“ ოპერატორის კამერის დაზიანება სცადა.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მოძრაობები „ჯიუტი“ და „დაფიონი“ მართავენ აქციას. შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.