აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა მათთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს შეხვდება, – ამის შესახებ პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა განაცხადეს.
აქციის მონაწილეებმა უკვე გადაინაცვლეს ცენტრალურ შესასვლელთან.
როგორც სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა განაცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ზურაბიშვილმა წარმომადგენელი გაუგზავნა და სთხოვა, მათ ცენტრალური შესასვლელისკენ გადაინაცვლონ, სადაც შეხვდება.
„ნულოვანი ტოლერანტობა სააკაშვილის მიმართ“, „არ შეიწყალო სააკაშვილი“ , – ამ ლოზინგებით ორბელიანის მოედანზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან წინა ხელისუფლების დროს დაზარალებულები აქციას მართავენ.
მათი განცხადებით, სააკაშვილის გათავისუფლება ნიშნავს ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების დაწყებას.