აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის მიმართვა მათთვის შეურაცხმყოფელი იყო
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის მიმართვა მათთვის შეურაცხმყოფელი იყო

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის მიმართვით, რომელიც მან აქციის მონაწილეების მიმართ გააკეთა, შეურაცხყოფილი დარჩნენ.

როგორც სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა აღნიშნა, აქციაზე იმყოფება უამრავი ადამიანი, ვისი შვილებიც ცოცხლები აღარ არიან.

„მე პირადად შეურაცხყოფილი დავრჩი და არა მარტო მე. უამრავი ხალხია აქ, ვისი შვილებიც მიწაში ჩაწვნენ, ვისი დედმამიშვილებიც მიწაში ჩადეს. წამებაზე კი აღარ არის ლაპარაკი, ლაპარაკია სიკვდილზე, ადამიანის სიცოცხლეზე“, – განაცხადა თორნიკე მოლაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან 15:00 საათიდან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პრეზიდენტს მოუწოდებენ, არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. ამის შემდეგ აქციაზე განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილს მათთან შეხვედრის სურვილი აქვს, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა რეზიდენციის შესასვლელთან გადაინაცვლეს, ნაწილი რეზიდენციის ეზოში შევიდა, სადაც მათ პრეზიდენტმა მიმართა.