აქციის მონაწილე - მთავრობა არ გვაძლევს საშუალებას, რომ ვიყოთ თავისუფალი
მთავრობა არ გვაძლევს საშუალებას, რომ ვიყოთ თავისუფალი, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის პირდაპირ ეთერში რუსთაველზე აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
„გვინდა, მშვიდობა იყოს და გამთლიანდეს საქართველო. ეს მთავრობა არ გვაძლევს საშუალებას, რომ ვიყოთ თავისუფალი, ვერ ვამბობთ იმას, რისი თქმაც გვინდა, ახალგაზრდები ვიყოთ თავისუფლად, არავინ ყურადღებას არ გვაქცევს“, – აღნიშნა მან.
საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტმა მას მიმართა, რომ პირდაპირ ეთერში ჰქონდა საშუალება, ესაუბრა ამ პრობლემების შესახებ. აქციის მონაწილემ მაგალითად სამუშაო ადგილების არარსებობა და დაბალი ხელფასები დაასახელა.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე გამომსვლელები გუშინ განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ.