აქციის დაშლისას დაშავებულთაგან სამი პაციენტის მდგომარეობა, რომლებიც „ევექსში“ რჩებიან, დამაკმაყოფილებელია
„ევექსის“ რეგიონული ჰოსპიტლის დირექტორის განცხადებით, 20 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლისას დაშავებულთაგან სამი პაციენტის მდგომარეობა, რომლებიც კლინიკაში რჩებიან, დამაკმაყოფილებელია.
ნათია ნუცუბიძის თქმით, ერთ-ერთ პაციენტს, რომელიც ყველაზე მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, ჩაუტარდა ურთულესი ნეიროქირურგიული და თვალის ოპერაციები. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უკვე პალატაშია გადაყვანილი.
რაც შეეხება დანარჩენ ორ დაშავებულს, რომლებიც ალადაშვილის კლინიკიდან „ევექსში“ გადაიყვანეს, მათი მკურნალობის პროცესიც დადებითად მიმდინარეობს და მუდმივი დაკვირვების ქვეშ არიან.
ამასთან, ნათია ნუცუბიძის თქმით, არცერთი პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მკურნალობის პროცესზეა დამოკიდებული, როდის გაეწერებიან საავადმყოფოდან.