აქციაზე გრიგოლ ვაშაძეს სტუდენტები უკმაყოფილო შეძახილებითა და სტვენით შეხვდნენ [ვიდეო]
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, გრიგოლ ვაშაძეს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სტუდენტები უკმაყოფილო შეძახილებითა და სტვენით შეხვდნენ.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ აქციაზე პოლიტიკოსები არიან, პროტესტი საზოგადოებრივია და აქცია არაპოლიტიკურია. შესაბამისად, მისი თქმით, აქციას „ფორმულა კრეატივის“ დირექტორი მიშა მშვილდაძე წაიყვანდა. მან გრიგოლ ვაშაძეს მიმართა, მშვილდაძის მისვლამდე აქციის მონაწილეებისთვის მიემართა, რის შემდეგაც ვაშაძეს აქციის მონაწილეები სტვენით შეხვდნენ.