აქციაზე დაშავებული პოლიციელები ჯანდაცვის მინისტრმა და შს მინისტრის მოადგილემ მოინახულეს
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან აქციის დროს დაშავებული პოლიციელები ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან კაკავამ საავადმყოფოში მოინახულეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
დაშავებული პოლიციელები თბილისის რამდენიმე კლინიკაში გადიან სტაციონარულ მკურნალობას.
პარლამენტთან აქციაზე რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების მიმართ, რომლებიც პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ, სპეციალური აღჭურვილობა გამოიყენეს.