აქცია ზესტაფონში - ქალაქის მოსახლეობა ეკოლოგიურ პრობლემებზე საუბრობს
ზესტაფონი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას, – ამის შესახებ ზესტაფონში გამართულ აქციაზე განაცხადეს.
მათი თქმით, თქმით ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მიერ ქალაქსა და ახლომდებარე სოფლებში ჰაერის დაბინძურება ხდება, რაც ადამიანების ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია. აქციის მონაწილეების განცხადებით, მოქალაქეების ჯანმრთელობის ხარჯზე კომპანია მდიდრდება.
აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, კომპანიამ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი გამწოვები და ფილტრები დაამონტაჟოს.
როგორც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზში“ აცხადებენ, კომპანია სრულად აკმაყოფილებს მოქმედი კანონმდებლობის ნორმებს, მეტალის ჩამოსხმის დროს ჰაერში დაკვამლიანება შეინიშნება, თუმცა კომპანია ამ მიმართულებით მუშაობს.
რაც შეეხება ეკოლოგიურ პრობლემებს, კომპანიის წარმომადგენელის განცხადებით, გარკვეული პრობლემები ამ კუთხით არსებობს თუმცა კომპანიაში დანიშნულია სპეციალური მმართველი, არსებობს ამ პრობლემის მოგვარების გზებიც და ამ კუთხით კომპანიის მხრიდან მიმდინარეობს მუშაობა.