აქცია, სახელწოდებით „შინ ევროპისკენ“, ევროპის მოედანზე დასრულდა. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან ევროპის მოედნამდე მსვლელობა გამართეს, სადაც ევროკავშირისა და საქართველოს დროშები გაშალეს და მასზე ხელმოწერები დატოვეს.
შეკრება ამ დროისთვის დასრულებულია, ადგილზე საავტომობილო მოძრაობა უკვე აღდგენილია.
სამოქალაქო მოძრაობამ „სირცხვილია“ მომდევნო შეკრება 24 ივნისს დააანონსა, როდესაც ცნობილი გახდება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
აქციის ორგანიზატორების თქმით, 24 ივნისს ახალი სამოქალაქო მოძრაობაც შეიქმნება.