აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 2.01 პროცენტით შემცირდა
აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 2.01 პროცენტით შემცირდა

მიმდინარე წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.01 მლრდ ლარით, ანუ 2.01 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.26 პროცენტით გაიზარდა) და 2020 წლის პირველი მაისისთვის 49.12 მლრდ ლარი შეადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

უწყების ცნობით, საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.05 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.29 პროცენტია.

2020 წლის პირველი მაისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკით არის წარმოდგენილი; მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.