ანზორ მელია - „გაპაზორდა“ ხაბეიშვილი და იმიტომაც ჭიაბერაშვილს უყენებენ ახლა, ეს სჭირდება ივანიშვილს, რა ჭკვიანი კაცი ყოფილა, ყოჩაღ, ივანიშვილი
მესამე პრეზიდენტი არ უნდა ჩამოსულიყო, არ ვიცი, ვანო მერაბიშვილმა მოატყუა თუ არა, მაგრამ ნიკა რომ წინააღმდეგი იყო მაგის ჩამოსვლის, ეს ვიცი, – ამის შესახებ ზუგდიდის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, ანზორ მელიამ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილი შეცდომაში შეიყვანეს.
„შეცდომაშია შეყვანილი. თაკო ჩარკვიანი რომ იძახდა, 130 ათასი კაცი დახვდება, სად წავიდა ეს 130 ათასი კაცი? კანცელარიასთან, ბოლოს როდესაც წრიპინებდა იქ, გამოდიოდა და იძახდა რაღაცებს, სადაა მაგის მხარდამჭერი ხალხი, სადაა მაგის პარტია? რატომ იყო 300 კაცი, აქაც ნიკამ შეუშალა ხელი და გადაუღობა გზა ყველას, არ მოხვიდეთო? რა ცოტანი ვიყავით, არ შეიძლება ასე. ექიმებიც, რა ემართებათ ამ ექიმებს, როგორ შეიძლება, კაცს გიკლავდნენ, არ იყოს პრეზიდენტი ყოფილი, იყოს ჩვეულებრივი მოქალაქე, ისიც უნდა დაიცვა, მაგრამ კაცს, პრეზიდენტს, რომელმაც ჭაობიდან გამოიყვანა ქვეყანა, შექმნა ყველაფერი, ახლა შეიძლება ასე მოექცე? გადაიყვანონ ეს კაცი, სასწრაფოდ გადაიყვანონ, გადაარჩინონ, არ შეიძლება ასე“, – განცხადა ანზორ მელიამ.
რაც შეეხება ხაბეიშვილს, რომელიც ამბობს, რომ სააკაშვილს გადაარჩენს, ანზორ მელია აცხადებს, რომ ხაბეიშვილს ამას მანამდეც არავინ უშლიდა.
„როდის გადაარჩენს? ვინ უშლიდა მანამდე ხელს? ნიკამ ხომ ილაპარაკა, დავავალე ხაბეიშვილს რაღაცებიო, დაიკარგაო ორი-სამი დღე და მერე ბიბლიოთეკიდან დაიწყოო რაღაცებიო. ხაბეიშვილს ვინ უშლიდა ხელს? რომ აფრიალებდა ამ სახლების ფოტოებს, ეს მოიპარეს, ის მოიპარეს, პრეზიდენტზე ეფიქრა და ყოფილიყო, ნიკა უშლიდა ხელს? თვითონაც თანამდებობის პირი იყო. „გაპაზორდა“ ხაბეიშვილი და იმიტომაც ჭიაბერაშვილს უყენებენ ახლა“, – განაცხადა ანზორ მელიამ.
კითხვაზე, რა შანსები აქვს ჭიაბერაშვილს პარტიაში? ანზორ მელია პასუხობს: „რას იზამს, კაცი გავიდა. ეს სჭირდება ივანიშვილს. რა ჭკვიანი კაცი ყოფილა, ყოჩაღ ივანიშვილი“.