ანტვერპენში - ედმუნდი, მოსკოვში - ხაჩანოვი, სტოკჰოლმიში კი ცისიპასი გაჩემპიონდნენ
დღეს ევროპის სამ ქალაქში ATP-ის 250-იანი სერიის ტურნირები დასრულდა. ბრიტანელმა კაილ ედმუნდმა, დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით – 3:6 7:6 7:6 დაამარცხა ფრანგი გაელ მონფილსი და ანტვერპენის ტურნირის გამარჯვებული გახდა. ის ტურნირზე პირველ ნომრად იყო განთესილი.
მოსკოვის ფინალში ბრძოლა არ შედგა, სადაც რუსმა – კარენ ხაჩანოვმა დამაჯერებელი ანგარიშით 6:2. 6:2 დაამარცხა ფრანგი ანდრეა მანარინო და კრემლის თასის გამარჯვებული გახდა.
სტოკჰოლმში კი- ბერძენმა სტეფონოს ცისიპასმა, ლატვიელ ერნესტო გულბისს ანგარიშით 6:4 6:4 სძლია.