ანტუან გრიზმანმა „ბარსელონას“ მაისურით პირველი გოლები გაიტანა
ანტუან გრიზმანმა „ბარსელონას“ მაისურით პირველი გოლები გაიტანა

ფრანგმა შემტევმა, ანტუან გრიზმანმა „ბარსელონას“ მაისურით პირველი გოლები გაიტანა.

ლა ლიგის მერე ტურის მატჩში „ბარსას“ ახალწვეულმა თავი „ბეტისის“ წინააღმდეგ გამოიჩინა. გრიზმანმა ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გახსნა, მეორე გოლი კი 50-ე წუთზე გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ასისტენტად ორივე შემთხვევაში ფრანგს სერხი რობერტო მოევლინა.

76-ე წუთზე ანტუან გრიზმანმა აქტივში საგოლე პასიც ჩაიწერა. მან „ბეტისის“ კარში არტურო ვიდალს გაატანინა.

„ბარსელონას“ და „ბეტისისდაირისპირება კატალონიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 5-2 დასრულდა.

ფრანგი თავდამსხმელი „ბარსელონაში“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში „ატლეტიკოდან“ გადავიდა.