ანტონიუ გუტიერეში - ბელარუსის თითოული მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები დაცული უნდა იყოს
გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტიერეშის განცხადებით, ბელარუსის თითოული მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები დაცული უნდა იყოს. შესაბამისი განცხადება გაერო-ს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გააკეთა.
განცხადებაშია აღნიშნულია, რომ გუტიერეში მოუწოდებს ბელარუსებს, არჩევნების შემდეგ შექმნილი პრობლემები, დიალოგის გზით მოაგვარონ.
„ხელისუფლებამ დემონსტრაციებზე საპასუხოდ თავშეკავება უნდა გამოავლინოს. პატიმრობაში მყოფი ადამიანების წამების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დეტალურად უნდა გამოიძიონ“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს გაიმართა. მას შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები არ წყდება.