ანტონიუ გუტერეშმა ისრაელის ხელისუფლებას ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან არიდებისკენ მოუწოდა
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა ისრაელის ხელისუფლებას ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან არიდებისკენ მოუწოდა.
გაერო-ს გენერალური მდივნის პესსპიკერის, სტეფან დუჯარიჩის განცხადებით, ანტონიუ გუტერეში მუდმივ კონტაქტზეა ისრაელის ხელისუფლებასთან.
გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტომ (UNRWA) გამოაცხადა თავისი ოპერაციების გადატანა ღაზას სამხრეთით, მაგრამ, ასევე, აღნიშნა, რომ ზოგიერთ თანამშრომელს ჩრდილოეთში დარჩენა სთხოვეს.
ღაზაში სააგენტოს 13 000 თანამშრომელია, ფრონტის ხაზის თანამშრომლები, მასწავლებლები, ექიმები და ექთნები, რომლებიც ფსიქოსოციალურ სერვისებს სთავაზობენ ადამიანებს. გაერო მუშაობს ისრაელთან და ეგვიპტესთან დახმარების უზრუნველსაყოფად და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის „უსაფრთხო ზონების“ შესაქმნელად.