ანტონიუ გუტერეში - ვგმობ ისრაელის ქმედებებს, რასაც უამრავი უდანაშაულო მოქალაქე ემსხვერპლა, ღაზაში უსაფრთხო ადგილი არ დარჩა, ეს საშინელება უნდა შეჩერდეს
გაერო-ში უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომაზე ისრაელის მიერ რაფაჰზე განხორციელებულ თავდასხმაზე იმსჯელებენ.
საბჭოს მოწვევა ალჟირმა მოითხოვა.
მანამდე კი რაფაჰზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში.
„ვგმობ ისრაელის ქმედებებს, რომელსაც ემსხვერპლა უამრავი უდანაშაულო მოქალაქე, რომლებიც ამ სასიკვდილო კონფლიქტისგან თავშესაფარს ეძებდნენ. ღაზაში უსაფრთხო ადგილი არ დარჩა. ეს საშინელება უნდა შეჩერდეს“, – წერს გუტერეში სოციალურ ქსელში.