ანტონიუ გუტერეში - ვერაფერი გაამართლებს „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს მოწყობილ საშინელებას
ისრაელი-„ჰამასის“ კონფლიქტის დაწყებიდან ექვსი თვე გავიდა. აღნიშნულს გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში სოციალურ ქსელში ეხმაურება.
გუტიერეში გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს, რომ გაერო წუხს იმ 1 200 ადამიანის გამო, რომლებიც 7 ოქტობერს სასტიკად მოკლეს.
„ვერაფერი გაამართლებს „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს მოწყობილ საშინელებას. სექსუალურ ძალადობას, წამებას, მშვიდობიანი მოსახლეობის დაჭრასა და გატაცებას, სამოქალაქო სამიზნეებისკენ თავდასხმას და ადამიანების ფარებად გამოყენებას. მოვუწოდებ მძევლების გათავისუფლებისკენ, რომლებიც ჯერ კიდევ „ჰამასის“ და სხვა შეიარაღებული დაჯგუფებების ხელშია“,- წერს გუტერეში სოციალურ ქსელში.