ანტონიუ გუტერეში მაღალი დონის „მომავლის სამიტის“ გამართვის იდეით გამოვიდა, რომელიც მშვიდობისა და გლობალური უსაფრთხოების ახალი დღის წესრიგის შემუშავებისთვის იქნება საჭირო
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში მაღალი დონის „მომავლის სამიტის“ გამართვის იდეით გამოვიდა, რომელიც მშვიდობისა და გლობალური უსაფრთხოების ახალი დღის წესრიგის შემუშავებისთვის იქნება საჭირო.
მისი თქმით, მსოფლიოს არ შეუძლია, უგულვებელყოს პანდემიისა და კლიმატის სწრაფი ცვლილებების საფრთხე და საჭიროა, დაიწყოს ახალი, თამამი ერა ყველა მიმართულებით გარდამტეხი პოლიტიკისთვის.
„მსოფლიო უნდა გაერთიანდეს ყველა ამ და სხვა საკითხების განსახილველად მაღალი დონის „მომავლის სამიტზე“. ეს სამიტი მიზნად ისახავს გლობალური კონსენსუსის ჩამოყალიბებას იმაზე, როგორი უნდა იყოს ჩვენი მომავალი და როგორ შეგვიძლია მისი შენარჩუნება“, – აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.