გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში მოსკოვში ვიზიტის შემდეგ კიევში ჩავიდა.
საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„უკრაინაში მოსკოვში ვიზიტის შემდეგ ჩამოვედი. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჰუმანიტარული მხარდაჭერის გაფართოებისა და კონფლიქტის ზონებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის უზრუნველსაყოფად. რაც უფრო მალე დასრულდება ეს ომი, მით უკეთესი – უკრაინის, რუსეთისა და მსოფლიოსთვის“, – წერს ანტონიუ გუტერეში „თვითერში.“