ანტონიუ გუტერეში მასუდ ფეზეშქიანს ირანის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში მასუდ ფეზეშქიანს ირანის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.
გუტერეშმა ირანის ისლამური რესპუბლიკის ახალ მთავრობასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა და ფეზეშქიანს საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ამასთან, გაერო-ს გენერალური მდივანმა ირანის ისლამურ რესპუბლიკას მოუწოდა, დაეხმაროს რეგიონული კრიზისების გადაჭრაში და თავიდან აიცილოს ახალი კონფლიქტები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის რეგიონსა და მსოფლიოს.
„გაერო რჩება ერთგული, მხარი დაუჭიროს ირანის ისლამური რესპუბლიკის ძალისხმევას მდგრადი განვითარების პროგრამის მიზნების მისაღწევად“,- აღნიშნავს გუტერეში.
გაერო-ს გენმდივანმა იმედი გამოთქვა, რომ ირანი გაერო-ს წესდების შესრულებაში დაეხმარება.