ანტონიუ გუტერეში - ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა ერთადერთი გზაა ღაზაში მცხოვრები ხალხის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა აღნიშნა, რომ ისრაელის სამხედრო ოპერაცია ღაზის სექტორში დაბრკოლებას უქმნის ჰუმანიტარული დახმარების განაწილებას.
„ღაზაში დახმარების ეფექტური ოპერაცია მოითხოვს უსაფრთხოების პერსონალს, რომელსაც შეუძლია, უსაფრთხოდ მუშაობა, ასევე – ლოგისტიკური შესაძლებლობებს და კომერციული საქმიანობის განახლებას. ეს ოთხი ელემენტი არ არსებობს“, – აღნიშნავს გაერო-ს გენერალური მდივანი.
ამასთან, გუტერეშმა მოუწოდა ისრაელის ხელისუფლებას, გააუქმოს შეზღუდვები კომერციულ საქმიანობაზე, რაც შეიძლება სწრაფად.
„ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა ერთადერთი გზაა ღაზაში მცხოვრები ხალხის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და ამ მიმდინარე კოშმარის დასასრულებლად. იმედი მაქვს, რომ უშიშროების საბჭოს დღევანდელი რეზოლუცია შეიძლება, დაეხმაროს ამის საბოლოოდ განხორციელებას, მაგრამ გაცილებით მეტია საჭირო“, – დასძინა ანტონიუ გუტერეშმა.
გაერო-მ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებს მოწოდებას ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პაუზების გაფართოების შესახებ.