ანტონიუ გუტერეში - „დიდი ოცეულის“ ქვეყნებს აქვთ უზარმაზარი ეკონომიკური ძალა და მნიშვნელოვანი დიპლომატიური გავლენა, მათ უნდა გამოიყენონ ეს ძირითადი გლობალური პრობლემების გადასაჭრელად
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა „დიდი ოცეულის“ წევრებს მოუწოდა, გამოიყენონ თავიანთი გავლენა ისეთი გლობალური საკითხების გადასაჭრელად, როგორებიცაა კლიმატი და მშვიდობა.
„„დიდი ოცეულის“ ქვეყნებს აქვთ უზარმაზარი ეკონომიკური ძალა და მნიშვნელოვანი დიპლომატიური გავლენა. მათ უნდა გამოიყენონ ეს ძირითადი გლობალური პრობლემების გადასაჭრელად. კლიმატურმა კრიზისმა კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა და 2024 წელი, სავარაუდოდ, ისტორიაში ყველაზე ცხელი წელი იქნება. ჩვენ ვხედავთ ამის გავლენას ყველგან – საკმარისია, შევხედოთ გვალვას ამაზონში და საშინელ წყალდიდობებს სამხრეთ ბრაზილიაში“, – განაცხადა გუტერეშმა „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, ანტონიუ გუტერეშმა ხაზი გაუსვა მშვიდობის აუცილებლობას ღაზაში, უკრაინასა და სუდანში.
რიო დე ჟანეიროში „დიდი ოცეულის“ სამიტი მიმდინარეობს. სახელმწიფოთა მეთაურები ბრაზილიის დედაქალაქში უკვე ჩავიდნენ. ლიდერები სამიტზე განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა სიღარიბე, ვაჭრობა, კლიმატის ცვლილები და საერთაშორისო უსაფრთხოება.