გაერო-ს გენერალური მდივანი აცხადებენ, რომ ახლა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რესურსების შემცირების დრო არ არის. ამის შესახებ განცხადება ანტონიუ გუტერეშმა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსების შეჩერების გადაწყვეტილებაზე საპასუხოდ გააკეთა.
„ახლა დროა ერთიანობისთვის, რათა საერთაშორისო საზოგადოება ერთობლივად იმუშაოს ვირუსის შესაჩერებლად და პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად. ჩემი რწმენით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მხარდაჭერა სჭირდება და ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა კორონავირუსითან ომში გავიმარჯვოთ“, – განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის კრიზისის დროს არასათანადო რეაგირებაში დაადანაშაულა და დაფინანსება შეუჩერა.