ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ კაშხლის აფეთქება უკრაინაში რუსეთის შეჭრის კიდევ ერთი დამანგრეველი შედეგია
ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ კაშხლის აფეთქება უკრაინაში რუსეთის შეჭრის კიდევ ერთი დამანგრეველი შედეგია

გაერო-ს გენერალური მდივნის თქმით, კაშხლის აფეთქება უკრაინაში რუსეთის შეჭრის კიდევ ერთი დამანგრეველი შედეგია.

ანტონიუ გუტერეშის განცხადებით, გაერო-ს არ აქვს წვდომა საჭირო ინფორმაციაზე, რათა დამოუკიდებლად გადაამოწმოს აფეთქების მიზეზები.

„ჩვენ ყველამ ვნახეთ მონუმენტური ჰუმანიტარული, ეკონომიკური და ეკოლოგიური კატასტროფის ტრაგიკული სურათები უკრაინის ხერსონის რეგიონში. დღევანდელი ტრაგედია არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ რა საზარელი ფასი აქვს ომს ადამიანებზე. თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობისა და კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ უნდა შეწყდეს“, – განუცხადა გუტერეშმა ჟურნალისტებს.

ამასთან, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ გაერო და ჰუმანიტარული პარტნიორები სწრაფ დახმარებას გაუწევენ უკრაინას მთავრობასთან კოორდინირებულად.