ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ ღაზის სექტორში მცხოვრები ხალხი უფსკრულს უახლოვდება, მსოფლიო და ისტორია გვიყურებს, მოქმედების დროა
გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ ღაზის სექტორში მცხოვრები ხალხი უფსკრულს უახლოვდება. ამის შესახებ მან გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„ღაზის სექტორში მცხოვრები ხალხი უფსკრულს უახლოვდება და საერთაშორისო საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ამის შესამსუბუქებლად“, – აცხადებს გუტერეში.
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე განუცხადა სხდომაზე შეკრებილებს, რომ მოუწოდონ მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივი ჰუმანიტარული შეწყვეტისკენ, რათა დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა და მიაწოდონ მათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება.
„მსოფლიო და ისტორია გვიყურებს. მოქმედების დროა“, – ამბობს გუტერეში.
გაერო-ს გენერალური მდივანი ასევე აცხადებს, რომ ორი სახელმწიფოს გადაწყვეტა არის ერთადერთი რეალური შესაძლებლობა მშვიდობიანი მომავლისთვის.