ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ ღაზის სექტორში, ჯამში, ჰუმანიტარული დახმარების ჯგუფის 196 წევრია მოკლული
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის დაწყებიდან ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების ჯგუფის 196 წევრია მოკლული, რატომ? – ეს გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის განცხადებაა, რომელიც ღაზის სექტორში დაღუპული 196 ადამიანის საქმეზე დამოუკიდებელი გამოძიების დაწყებას ითხოვს.
„ისრაელის მთავრობამ აღიარა შეცდომები, მაგრამ მთავარი პრობლემა ის არ არის, თუ ვინ დაუშვა შეცდომები, მთავარი პრობლემა არის სამხედრო სტრატეგია და პროცედურები, რომლის შედეგადაც ეს შეცდომები მრავლდება”, – განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.
გარდა ამისა, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ ისრაელის მთავრობა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შესვლას ხელს შეუწყობს.