ანტონიუ გუტერეში - 7 ოქტომბერი არის დღე, როდესაც მსოფლიომ ყველაზე ხმამაღლა უნდა დაგმოს „ჰამასის“ ამაზრზენი ქმედებები
„ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმის წლისთავთან დაკავშირებით გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა ვიდეომიმართვა გაავრცელა. გუტერეშის თქმით, ახლა მშვიდობისა და სამართლიანობის დროა.
„სრულდება ერთი წელი 7 ოქტომბრის საშინელი მოვლენებიდან, როდესაც „ჰამასმა“ დაიწყო ფართომასშტაბიანი ტერორისტული თავდასხმა ისრაელში, რის შედეგადაც დაიღუპა 1 250-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები და ქალები. 250-ზე მეტი ადამიანი გაიტაცეს და გადაიყვანეს ღაზაში, მათ შორის ბევრი ქალი და ბავშვი. ეს არის დღე, როდესაც მსოფლიომ ყველაზე ხმამაღლა უნდა დაგმოს „ჰამასის“ ამაზრზენი ქმედებები. კიდევ ერთხელ მოვითხოვ ყველა მძევლის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას. სოლიდარობას ვუცხადებ ყველა დაზარალებულს და მათ ახლობლებს“, – განაცხადა გუტერეშმა.