ანტონიო ტაიანი - უკრაინის დაცვა ევროპის დაცვას ნიშნავს, რუსები თუ გაიმარჯვებენ, მოლდოვიდან დაიწყებენ, ეს სცადეს უკვე საქართველოსთანაც, პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს და არ გაჩერდება
ანტონიო ტაიანი - უკრაინის დაცვა ევროპის დაცვას ნიშნავს, რუსები თუ გაიმარჯვებენ, მოლდოვიდან დაიწყებენ, ეს სცადეს უკვე საქართველოსთანაც, პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს და არ გაჩერდება

უკრაინის დაცვა ევროპის დაცვაა. იქ თუ რუსები გაიმარჯვებენ, მოლდოვიდან დაიწყებენ. ეს უკვე საქართველოსთანაც სცადეს. პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს, – ამის შესახებ იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ ესპანურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, დასავლეთის ამოცანაა, დაეხმაროს უკრაინას რუსეთთან ომის შემდეგ სამართლიანი მშვიდობის მიღწევაში, რადგან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიზანია საბჭოთა კავშირის აღდგენა და ის არ გაჩერდება უკრაინაში.

„ჩვენ არ გავგზავნით თვითმფრინავებს, მაგრამ დავეხმარებით უკრაინას აღდგენაში: ახლა და მოგვიანებით, რადგან უკრაინა იქნება ევროკავშირის ნაწილი. მშვიდობის დამყარებაში ყველა ქვეყანამ უნდა შეიტანოს წვლილი. და ასევე ჩინეთმაც. მშვიდობაზე საუბარი კარგია, მაგრამ თუ რუსები უკრაინაში დარჩებიან, შეთანხმება ვერ იქნება“, – აღნიშნა ანტონიო ტაიანიმ.